ურეაპლაზმაც და მიკოპლაზმაც შარდსასქესო სისტემის ანთებითი პროცესების გამომწვევი აგენტებია. ისინი ვრცელდება:
სქესობრივი გზით; დედისგან ნაყოფზე (ორსულობისას); ქსოვილების ტრანსპლანტაციის (გადანერგვის) შედეგად.
სიმპტომებია: წვა შარდვისას; შარდვის მუდმივი მოთხოვნილების შეგრძნება; ძლიერი დისკომფორტი შარდის ბუშტის გავსებისას;
ქალებში – ვაგინალური ქავილი, უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენი; მამაკაცებში – ლორწოვანი, მუქი ფერის გამონადენი შარდის გამომყოფი სადინარიდან (განსაკუთრებით – დილაობით).
თუმცა ხშირად ეს ინფექციები უსიმპტომოდაც მიმდინარეობს.