3 და 4 წლისები

თქვენი შვილის განვითარების გაგება

ეს არის ფიქრის ეტაპი. როცა ბავშვები შედიან წინა სასკოლო ასაკში, მათ იციან რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ. მათი ემოცია უფრო მდგრადი და წინასწარმეტყველური ხდება. თქვენი შვილი იმახსოვრებს რასაც ამბობთ და აკეთებთ. გაიგეთ მეტი იმის შესახებ თუ რა ცვლილებებს გაივლის თქვენი შვილი ამ ეტაპზე.

ფიზიკური განვითარება

ნელი და უცვლელი ზრდა.

სექსუალობა
  • აუხსნათ მათ თქვენ რას ფიქრობთ aმის გრძნობებზე და აჩვენოთ რომ თქვენ გესმით მისი გრძნობების;
  • იკვლევს საკუთარი სხეულის ნაწილებს და უფრო ათვითცნობიერებს თუ როგორ მუშაობს საკუთარი სხეული;

  • შეიძლება შეეხოს საკუთარ სასქესო ორგანოს, რადგან „კარგ” შეგრძნებას იწვევს;
  • სხეულის კვლევა სხვებთან ერთად – ორივეს, ბავშვების და მოზარდების შემთხვევაში – დამახასიათებელია (მაგ.; ექიმობანას თამაში მისი ასაკის ბავშვებთან).

რჩევები მშობელს

ბავშვებმა უნდა შეითვისონ ადრეულ ასაკში, რომ არის განმარტოების ადგილები საკუთარი-თავის გამოსაკვლევად, როგორიცაა სააბაზანო ან საძინებელი. თქვენ ყურადღება უნდა გადაატანინოთ ბავშვს, მაშინ როცა ამისთვის დრო და ადგილი შეუფერებელია. ეს ასწავლის ბავშვს ადრევე თუ რას ნიშნავს „პირადი” და „სახალხო”. გამოიყენეთ ტერმინები, რომელსაც იგი ადვილად გაიგებს, როგორიცაა „მარტო ყოფნა” და „სხვებთან ყოფნა”.


ემოციურობა
  • იციან რითი გრძნობენ თავს უკეთ და შეუძლიათ დაასახელონ საკუთარი შეგრძნებები სიტყვებით;
  • ეშინიათ რეალური შემთხვევების (მაგ.; სიბნელე, ცხოველები და ჭექა-ქუხილი) და წარმოსახვითი შემთხვევების (მაგ; მონსტრები და მოჩვენებები);
  • აზვიადებენ სიმართლეს;
  • უყვართ სხეულის ფუნქციებზე საუბარი;
  • უვითარდებათ იუმორის გრძნობა.
სწავლა და ფიქრი (შემეცნებითი)
  • შეიძლება განსაკუთრებული ურთიერთობის სურვილი გაუჩნდეს მშობელთან (მაგ.; „ვაპირებ შენზე დაქორწინებას”) და კონკურენცია გაუწიოს მეორე მშობელს;
  • ხდება უფრო დამოუკიდებელი და საკუთარ თავს ცალკეულ პიროვნებად აღიქვავს;
  • სასაცილოდ ეჩვენება სხეულთან დაკავშირებული ფუნქციები. იყენებს იმ სიტყვებს, რომელსაც მშობლები და დედმამიშვილები იყენებენ;
  • რატომღაც ცნობისმოყვარე ხდება ბავშვების, ორსულობის და დაბადების პროცესის მიმართ;
  • იყენებს და იმეორებს სალანძღავ (ფიცის) სიტყვებს;
  • ორალური სასიამოვნო შეგრძნებებიდან (მაგ.; პირში სათამაშოების ჩადება) ინაცვლებს ანალურ %