თქვენი შვილის განვითარების გაგება
თქვენი შვილი ბევრ ცვლილებას გაივლის ზუსტად რამდენიმე წელში. თქვენი შვილის განვითარება მიჰყვება რაღაც კონკრეტულ მოდელს. ზრდასთან ერთად პატარებს უნარი აქვთ უფრო მეტი გააკეთონ – შეიცნონ ხალხი, დაიჭირონ ხელში ნივთები, დასხდნენ, იცოცონ, დადგნენ და ამავდროულად გაიარონ. როგორც კი სიარულს ისწავლიან, მათ ექნებათ მუდმივი ენერგია და ძლიერი შეგრძნებები. ასევე დაიწყებენ ყველაფრის შესახებ შეკითხვების დასმას, რაც მათ გარშემოა. ამ ასაკში თქვენი შვილის შესწავლა დაგეხმარებათ გაიგოთ მისი განვითარება. წაიკითხეთ მეტი იმის შესახებ თუ რა ცვლილებას გაივლის თქვენი შვილი განვითარების ამ ეტაპზე.
იმისათვის რომ დაეხმაროთ თქვენს შვილს საკუთარი გრძნობების გაგებაში და მისი თავის გართმევაში, თქვენ შეგიძლიათ:
ფიზიკური განვითარება
იზრდება სწრაფად (გახსოვდეთ, რომ ყველა ბავშვი იზრდება და ვითარდება საკუთარი ტემპით).
სექსუალობა
ემოციურობა
შემეცნება
სოციალურობა
ბავშვი, რომელიც გრძნობს თავს უსაფრთხოდ და სიყვარულის გარემოცვაში, სწავლობს ნდობას. როგორც კი ნდობას იგრძნობენ, მათ შეუძლიათ გასცენ და მიიღონ სიყვარული და ალერსი, როცა უფრო გაიზრდებიან.
გაიგეთ რა დახმარება სჭირდება თქვენს შვილს
ადრეულ ასაკში თქვენს შვილს დასჭირდება დახმარება, რომ გაიზაროს მისი ემოციები და სხეული. გთავაზობთ რამდენიმე საშუალებას, თუ როგორ გააკეთოთ ეს:
ასწავლეთ თქვენს შვილს, რომ მისი სხეული მისი საკუთრებაა;
დარწმუნდით, რომ თქვენი შვილი თამაშობს თავისი ასაკის ბავშვებთან ხშირად. თავდაპირველად თქვენს შვილს შეიძლება გაუჭირდეს სხვა ბავშვებთან შეწყობა – ისინი ისწავლიან ამას დროსთან ერთად, პრაქტიკით და თქვენი და სხვების დახმარებით. სხვა ბავშვებთან თამაშის უნარი ხელს შეუწყობს მას ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ზრდასრულობისას;
დაეხმარეთ შვილს გაიგოს თუ როგორ შეიძლება გამოიხატოს გენდერი სხვადასხვაგვარად. ადამიანის გენდერული იდენტობა შეიძლება თანხვედრაში იყოს ან განსხვავდებოდეს მისი ბიოლოგიური სქესისგან.