შექცევადი, ხანგრძლივი მოქმედების ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებია, რომლებიც თავსდება საშვილოსნოს ღრუში და ხელს უშლის სპერმატოზოიდის მოძრაობის უნარს, კვერცხუჯრედის მომწიფების პროცესს და კვერცხუჯრედის მიმაგრებას საშვილოსნოს კედელზე.
როგორია საშვილოსნოსშიგა კონტრაცეპტივები?
საშვილოსნოსშიგა კონტრაცეპტივი არის პატარა, რბილი, თ-ფორმის მოწყობილობა მასზე მიმაგრებული ნეილონის ძაფით. იგი იდგმება საშვილოსნოში ჯანდაცვის პროვაიდერის მიერ, იმისათვის რომ თავიდან აირიდოთ ორსულობა.
საშვილოსნოსშიგა კონტრაცეპტივი ხელს უწყობს ორსულობის თავიდან არიდებას და ხელს უშლის კვერცხუჯრედისა და სპერმის თანხვედრას. ქალი ვერ დაორსულდება თუ სპერმა და კვერცხუჯრედი ერმანეთს არ დაუკავშირდება.
არსებობს 2 სახის საშვილოსნოსშიგა კონტრაცეპტივი (სპილენძის და ჰორმონალური). ისინი სხვადასხვანაირად მოქმედებს ორსულობის თავიდან ასაცილებლად.
სპილენძის
ამ საშვილოსნოსშიგა მოწყობილობას (IUD) გარშემო შემოხვეული აქვს სპილენძის მავთული. საშვილოსნოსშიგა მოწყობილობა:
- ასქელებს ლორწოს საშვილოსნოს ყელში, რაც ართულებს სპერმის შეღწევას კვერცხუჯრედამდე;
- ანელებს სპერმის მოძრაობას, რაც ართულებს მის კვერცხუჯრედამდე მიღწევას.
სპილენძის საშვილოსნოსშიგა მოწყობილობის სახეობიდან გამომდინარე, მას შეუძლია ხელი შეუწყოს დაორსულების თავიდან არიდებას 3-დან 10 წლამდე.
ჰორმონალური
ამ საშვილოსნოსშიგა სისტემას (IUD) აქვს ჰორმონი (ლევონოგესტრელი), რომელიც მის გარშემოა შემოხვეული, იგი ნელა შეიყვანება საშვილოსნოში. იგი:
- ასქელებს ლორწოს საშვილოსნოს ყელში, რაც ართულებს სპერმის შეღწევას კვერცხუჯრედამდე;
- ცვლის საშვილოსნოს სარჩულს, რათა შეაჩეროს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის გაზრდა საშვილოსნოს შიგნით;
- ანელებს სპერმის მოძრაობას, რაც ართულებს კვერცხუჯრედამდე მიღწევას;
- შეიძლება ხელის შეუშალოს საკვერცხეებს კვერცხუჯრედის წარმოქმნაში.
ჰოტმონულ სშს-ს შეუძლია ხელი შეუწყოს დაორსულების თავიდან არიდებას 5 წლამდე.
რა კონტრაცეპციული უპირატესობები აქვს საშვილოსნოსშიგა საშუალებებს?
- მაღალი ეფექტურობა;
- დაუყოვნებელი ეფექტი;
- უსაფრთხოა ქალების უმრავლესობისათვის, რომლებიც არ იმყოფებიან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების და შიდს-ის რისკის წინაშე;
- შექცევადი და ეკონომიურია;
- უსაფრთხოდ შეიძლება გამოიყენონ მეძუძურმა და ახალნამშობიარებმა ქალებმა;
- კარგი არჩევანია უპირატესად უფროსი ასაკის ქალებისათვის, რომლებმაც სიფრთხილით უნდა გამოიყენონ კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები;
- ხანგრძლივი გამოყენება (თორმეტ წლამდე, თჩუ 380A-ს შემთხვევაში);
- ჩადგმისათვის საკმარისია ერთი ვიზიტი, ჩადგმიდან 3-6 კვირაში განხორციელებული პირველი შემოწმების შემდეგ კი _ მხოლოდ მინიმალური მეთვალყურეობა (თუ პაციენტს პრობლემები არ აღენიშნება);
- პაციენტს სქესობრივი კავშირისას დამატებით არაფრის გამოყენება არ სჭირდება; ეს ხელს უწყობს ინტიმურობას და საშუალებას აძლევს წყვილს აკონტროლოს საკუთარი ფერტილობა.
რა ნაკლოვანებები აქვს საშვილოსნოშიგა საშუალებებს?
არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების აივ/შიდსისაგან;
შესაძლებელია ინფექციის შეჭრა ჩადგმისას, თუ არ მოხდა ინფექციის პრევენცია;
ჩადგმისას აღინიშნება მცირეოდენი ტკივილი და სისხლდენა;
შეიძლება თავისთავად გამოვარდეს;
ჩადგმის დროს იშვიათად (&ლტ; 1/1000 შემთხვევაში) შესაძლებელია საშვილოსნოს პერფორაცია;
პირველი სამი თვის განმავლობაში საკმაოდ ხშირია მენსტრუაციის გაძლიერება/გახანგრძლივება, ტკივილის გაძლიერება,
სისხლდენა/სისხლიანი გამონადენი, რაც ზოგიერთ ქალში შეიძლება შემდეგაც გაგრძელდეს გარკვეული ხარისხით;
არ იცავს საკვერცხის და ენდომეტრიული კიბოსგან (განსხვავებით კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივებისგან) და საშვილოსნოს ყელის კიბოსგან (განსხვავებით ბარიერული მეთოდებისგან);
მძიმე გართულების შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებელი სამედიცინო რეაგირება და მომსახურების მაღალი დონე.