კომბინირებული აბები

კონტრაცეპციული აბები ორი სახის არსებობს – კომბინირებული და სუფთა გესტაგენი, ანუ მინიპილი.

კომბინირებულ აბებს ჩვეულებრივ უბრალოდ აბებს უწოდებენ. ძირითადი მექანიზმი, რომლითაც მოქმედებს კომბინირებული აბი, მდგომარეობს საკვერცხეების მიერ კვერცხუჯრედის ყოველთვიური გამომუშავების (ოვულაციის) შეჩერებაში. გარდა ამისა, აბი იწვევს შემდეგს:

  • ასქელებს საშვილოსნოს ყელის ლორწოს, რაც აძნელებს სპერმატოზოიდების შეღწევას საშვილოსნოში.
  • ათხელებს ენდომეტრიუმს, რის შედეგადაც მას აღარ შეუძლია განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიღება.

 

რა უპირატესობები გააჩნია აბებს?

  • მათი მიღება არ უკავშირდება სქესობრივ აქტს;
  • ჩვეულებრივ, არეგულირებს მენსტრუაციულ ციკლს, ამცირებს მენსტრუაციულ სისხლდენას და ტკივილს;
  • შეიძლება შეამსუბუქოს მენსტრუაციისწინა სიმპტომები;
  • ამცირებს საკვერცხეების, საშვილოსნოსა და მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს;
  • იცავს მენჯს ანთებითი დაავადებებისაგან;
  • ამცირებს საშვილოსნოსგარეშე ორსულობის რისკს;
  • ამცირებს ფიბროზული წარმონაქმნების, საკვერცხის ცისტისა და სარძევე ჯირკვლის დაავადების (გარდა კიბოსი) გაჩენის რისკს.

რა ნაკლოვანებები გააჩნია აბებს?

  • ზოგ შემთხვევაში – სერიოზული გვერდითი მოვლენები
  • დასაწყისში შეიძლება აღინიშნოს დროებითი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავის ტკივილი, გულისრევა, მკერდის დაჭიმულობა და გაძლიერებული მგრძნობიარობა, განწყობილების ცვალებადობა. თუკი ეს სიმპტომები არ ალაგდება რამდენიმე თვის განმავლობაში, უნდა იცადოს აბების შეცვალა სხვა საშუალებით;
  • აბების მიღებისას შეიძლება მოიმატოს სისხლის წნევამ;
  • აბები არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისაგან, ასე რომ, ამ მიზნით საჭიროა ასევე კონდომის გამოყენებაც;
  • მენსტრუაციათაAშორის მცირე სისხლიანი გამონადენი შესაძლებელია აბების მიღების პირველი რამოდენიმე თვის განმავლობაში.

 

!რჩევები აბების მიღებასთან დაკავშირებით:

აბების მიღება უნდა ხდებოდეს ყოველდღიურად, მენსტრუაციის დაწყების მე-5 დღიდან 21 დღის განმავლობაში, სჯობს, საღამოს, ერთსა და იმავე დროს, საკვების მიღების შემდეგ.

აბების დიდ უპირატესობას წარმოადგენს მისი მიღების შეწყვეტის შემდეგ ნაყოფიერების სწრაფი აღდგენა. ცენტრალური მარეგულირებელი მექანიზმების და საკვერცხეების ფუნქციონირება 90%-ში აღდგება 2-6 თვის განმავლობაში. შემთხვევათა 2%-ში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ამენორეას. აღნიშნული მდგომარეობა ძირითადად გვხვდება მაღალდოზიანი პრეპარატების გამოყენებისას 6 და მეტი თვის განმავლობაში. ამენორეა შეიძლება განვითარდეს ენდომეტრიუმის ატროფიული ცვლილებების შედეგად, რომელიც შექცევადი პროცესია. ენდომეტრიუმის ფუნქციური შრის აღდგენის შემდეგ მენსტრუაცია თავისთავად აღდგება ან შესაძლებელია საჭირო გახდეს ესტროგენებით მკურნალობა.

 

მინი –პილი

პროგესტაგენული (პროგესტერონის ტიპის) აბები (პა) შეიცავს ჰორმონის მხოლოდ ერთ სახეობას – პროგესტაგენს. აღნიშნული აბები კომბინირებული აბებისაგან განსხვავებით არ შეცავს ესტროგენს, რის გამოც შესაძლებელია მათი გამოყენება მეძუძური ქალებისათვის, რადგან არ აფერხებს რძის გამომუშავებას და დედის რძეში მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობით გადადის.

პროგესტაგენული აბების კონტრაცეპციული უპირატესობანი

  • მაღალი ეფექტურობა (ყოველდღიური მიღებისას 0,5 – 8 ორსულობა 100 ქალზე მეთოდის გამოყენების პირველ წელიწადს);
  • ეფექტურია გამოყენებისთანავე;
  • მეთოდი შექცევადია;
  • მისაღებად მოსახერხებელი და იოლია;
  • აბების შეწყვეტის შემდეგ ნაყოფიერების აღდგენა ხდება 12-24 სთ-ის განმავლობაში;
  • მეთოდის გამოყენება არ არის დაკავშირებული სქესობრივ აქტთან;
  • არ შეიცავს ესტროგენს
  • ნაკლები გვერდითი მოვლენები;
  • პაციენტს შეუძლია შეწყვიტოს აბების მიღება საკუთარი ნება-სურვილით;
  • შეიძლება შეთავაზებულ იქნას სპეციალურად მომზადებული საშუალო მედ-პერსონალის მიერ

მეთოდის არაკონტრაცეპციული უპირატესობები

  • ამცირებს საშვილოსნოსგარე ორსულობის რისკს:
  • ამცირებს მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ანთებითი დაავადებების განვითარების რისკს;
  • იწვევს დისმენორეის (მტკივნეული მენსტრუაცია) სიმპტომების შესუსტებასა და გაქრობას;
  • ამცირებს ანემიის რისკს;
  • ამცირებს მენსტრუაციულ სისხლდენას;
  • აქვეითებს ენდომეტრიუმისა (საშვილოსნოს ლორწოვანი) და საკვერცხის კიბოს განვითარების რისკს;
  • ამცირებს სარძევე ჯირკვლების კეთილთვისებიანი დაავადებების განითარების რისკს;