კალენდარული მეთოდი

ამ ნაწილში მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარება ოჯახის ბუნებრივი დაგეგმვა არასასურველი ორსულობისაგან თავის დაცვაში.

საკუთარი ნაყოფიერების შესახებ გათვითცნობიერებულობა მოიცავს შესაძლებლობას, განისაზღვროს მზაობის ნიშნები და სიმპტომები მენსტრუაციული ციკლის დროს, რათა დაიგეგმოს ან მოხდეს ორსულობის თავიდან აცილება.

ოჯახის ბუნებრივი დაგეგმვა შესაძლებელია, თუ ყურადღებით ხდება თვალყურის დევნება სხულის სხვადასხვა ბუნებრივ ნიშნებსა ან დაორსულებისათვის მზადყოფნის მაჩვენებლებზე მენსტრუაციული ციკლის ყოველ დღეს. ამისათვის მთავარი მაჩვენებლებია:

  • სხეულის ბაზალური ტემპერატურის ჩანიშვნა (ტემპერატურეს გაზომვა სწორ ნაწლავში დილით, საწოლიდან ადგომამდე ყოველდღიურად და მონაცემების ჩანიშვნა მენსტრუაციული დღეების მიხედვით);
  • საშვილოსნოს ყელის სეკრეციის (ლორწოს წელვადობა) კონტროლი;
  • მენსტრუაციული ციკლის ხანგრძლივობის გამოთვლა.

ამ მაჩვენებლების ცვლილება ეხმარება ქალს განსაზღვროს დაორსულებისათვის ხელსაყრელი პერიოდი. ეს პერიოდი გრძელდება დაახლოებით 8-9 დღე ყოველი მენსტრუაციული ციკლის განმავლობაში. ეს იმიტომ ხდება, რომ კვერცხუჯრედი მხოლო 24 საათი ცოცხლობს. ზოგჯერ საკვერცხე გამოიმუშავებს 1-ზე მეტ კვერცხუჯრედს (პირველი კვერცხუჯრედის გამოშვებიდან 24 საათის განმავლობაში), ხოლო სპერმატოზოიდს შეუძლია ქალის ორგანიზმში არსებობა 7 დღის განმავლობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი იყო სექსი კვერცხუჯრედის გამოსვლამდე მაქსიმუმ 7 დღით ადრე, მაინც შეიძლება მოხდეს დაორსულდება.

    • მენსტრუაციული ციკლის შესახებ ინფორმაციის გამოყენება მეტ ცოდნას იძლევა საკუთარი ორგანიზმის შესახებ და ეხმარება ორსულობის დაგეგმვასა ან თავიდან აიცილებაში;
    • ის არ გულისხმობს რაიმე ქიმიკატებისა და ფიზიკური პროდუქციის გამოყენებას;
    • არ გააჩნია რაიმე გვერდითი მოვლენები;
    • ის ეხმარება განსაზღვროს ნორმალური და არანორმალური გამონადენი საშოდან;
    • ის ეხმარება ნაყოფიერებისა და სექსუალობის შესახებ საუბარში;
    • ეს მეთოდი მისაღებია ყველა რელიგიისა თუ კულტურისათვის.
    • ამ თვალსაზრისით ორგანიზმის შესწავლას 3-დან 6 თვემდე დასჭირდება. უნდა ხდებოდეს ყოველდღიური ჩანაწერების წარმოება;
    • ზოგიერთმა გარემოებამ, როგორიცაა ავადმყოფობა, ცხოვრების წესი, სტრესი ან მოგზაურობა, შეიძლება გაართულოს მაჩვენებლების შეფასება;
    • თუ არ არის დაორსულების სურვილი, დაორსულებისათვის ხელსაყრელ პერიოდში უნდა მოხდეს სექსისაგან თავის შეკავება ან მამაკაცის ან ქალის კონდომის გამოყენება;
    • ბუნებრივი მეთოდები არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისაგან.
    • 6 თვის განმავლობაში უნდა აღინიშნოს მენსტრუაციული ციკლის პირველი დღე;
    • 6 თვის განმავლობაში დადგენილი უნდა იქნას ყველაზე ხანგრძლივი და ხანმოკლე მენსტრუაციული ციკლი (ექიმთან
    • მიმართვამდე ან ექიმთან კონსულტაციის შემდეგ);
    • პირველი ფერტილური (ნაყოფიერი) დღის დადგენისათვის ყველაზე მოკლე მენსტრუაციულ ციკლის ხანგრძლივობას აკლდება 18;
    • ბოლო ფერტილური დღის გამოსათვლელად ხანგრძლივ მენსტრუაციულ ციკლს აკლდება 11;
    • სქესობრივი კონტაქტისგან თავშეკავება საჭიროა ფერტილური ფაზის დროს. მაგალითად, თუ ბოლო ექვსი მენსტრუაციული
    • ციკლის ხანგრძლივობა იყო შემდეგი: 28, 26, 29, 27, 29 და 27 დღე
    • ფერტილური ფაზის პირველი დღე იქნება 26 – 18=8
    • ფერტილური ფაზის ბოლო დღე იქნება 29-11=18

    ამდენად, არასასურვლი ორსულობის თავიდან აცილებისათვის, ზემოაღნიშნული მონაცემების მიხედვით, სქესობრივი კონტაქტისგან თავშეკავება საჭიროა მენსტრუაციული ციკლის 8-18 დღეების ჩათვლით.

    თუმცა ამ მეთოდის ეფექტურობა არცთუ ისე მაღალია და დაორსულების შანსი ზოგ შემთხვევაში მაშინაც კი რჩება, როცა ზედმიწევნით ზუსტადაა დაცული წესები