გადაუდებელი კონტრაცეპცია

დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემთხვევაში, ანუ სექსი კონტრაცეპციის გარეშე, ან ეჭვის არსებობისას, რომ კონტრაცეპციის საშუალებამ არ იმოქმედა (დაზიანდა კონდომი, ან მოხდა კონტრაცეპციული აბების გამოტოვება), შესაძლოა მოხდეს გადაუდებელ კონტრაცეპციის გამოყენება. არსებობს ამის ორი მეთოდი:

  • გადაუდებელი ჰორმონალური კონტრაცეპცია (ცნობილია, როგორც გადაუდებელი კონტრაცეპციული აბი) და
  • საშვილოსნოსშიგა სპილენძის საშუალება (სშს). სშს ყველაზე ეფექტურია.

სწრაფი რეაგირებით და მოქმედებით, გადაუდებელი კონტრაცეპცია იცავს ორსულობისაგან.

  • გადაუდებელი კონტრაცეპციული აბი არის ტაბლეტი, რომელიც შეიცავს პროგესტერონის მსგავს – ჰორმონს, რომელიც ქალის საკვერცხეების მიერ გამოყოფილი ბუნებრივი ჰორმონის ანალოგიურია. სავარაუდოდ, გადაუდებელი კონტრაცეპციული აბის მოქმედების შედეგად:

    • შეჩერდება კვერცხუჯრედის წარმოქმნა და გამოყოფა (ოვულაცია).
    • მოხდება ოვულაციის დაგვიანება.

    მან ასევე შეიძლება შეაჩეროს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრება ენდომეტრიუმზე. იგი ძალიან ეფექტურია და რაც მალე ხდება მისი მიღება სქესობრივი აქტის შემდეგ, მით უფრო გაიზრდება მისი ეფექტურობა. თუმცა, მისი ეფექტურობა გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა კონტრაცეპტივებისა, რომელთაც რეგულარულად იყენებენ და, გარდა ამისა, ის არ იცავს სგგი-საგან. გადაუდებელი კონტრაცეპციული აბი იცავს იმ ორსულობებისგან, რომლებიც შეიძლება განვითარდეს გადაუდებელი კონტრაცეპციის მეთოდების გამოყენების გარეშე:

    • 95%-ამდე, თუკი მას მიიღებენ 24 საათის განმავლობაში;
    • 85%-მდე, თუკი მას მიიღებენ 25-48 საათის განმავლობაში;
    • 58%-მდე, თუკი მას მიიღებენ 49-72 საათის განმავლობაში.

    თუკი აბს მიიღებენ 72 საათის შემდეგ, არ არის ცნობილი, თუ რამდენად ეფექტური იქნება მისი მოქმედება. აბის მიღება შესაძლოა იმდენჯერ, რამდენჯერაც დადგება საჭიროება. ეს არ არის საშიში, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუაციული ციკლის დარღვევა. ამდენად, სისტემატიური სქესობრივი კონტაქტების შემთხვევაში, სჯობს სხვა კონტრაცეპციული საშუალების შერჩევა, მაგალითად, კონტრაცეპციული აბების, ბარიერული მეთოდების და სხვა.

     

    რა გვერდითი მოვლენები გააჩნია გადაუდებელ კონტრაცეპციულ აბს?

    • საგანგებო აბს არ გააჩნია სერიოზული მოკლე თუ გრძელ-ვადიანი გვერდითი მოვლენები;
    • ზოგიერთ ქალს შეიძლება აღენიშნებოდეს სისუსტე, თავბრუსხვევა ან დაღლილობა, შესაძლებელია ასევე თავის ტკივილები, მკერდის მგრძნობიარობის გაძლიერება და ტკივილები მუცლის არეში;
    • ძალზე იშვიათია ღებინების შემთხვევები.

    საგანგებო აბებმა შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუაციული ციკლის დარღვევა.

     

    მიღების მეთოდები:
    ესკაპელი – 1 აბი დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ, რაც შეიძლება ადრე (არაუმეტეს 72 საათისა)

    პოსტინორი – 1 აბი დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ, რაც შეიძლება ადრე (არაუმეტეს 72 საათისა), პირველი აბის მიღებიდან 12 საათში საჭიროა მეორე აბის მიღება, ღებინების შემთხვევაში საჭიროა დოზის გამეორება.

  • როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, სშს არის მომცრო ზომის საშუალება, რომელიც დამზადებულია პლასტიკისა და სპილენძისაგან და გამოიყენება როგორც ხანგრძლივი, ასევე გადაუდებელი კონტრაცეპციის მიზნით. მას ათავსებენ საშვილოსნოში. ეს პროცედურა უნდა ჩაატაროს ექიმმა, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური სწავლება.  გადაუდებელი კონტრაცეპციის მიზნით სშს შეიძლება დარჩეს საშვილოსნოში 5 დღის განმავლობაში მენსტრუაციული ციკლის ნებისმიერ პერიოდში, თუ ეს ერთადერთი დაუცველი სქესობრივი აქტი იყო ბოლო თვიურის შემდეგ.

    თუ დაუცველი სქესობრივი აქტი ერთზე მეტჯერ იყო უკანასკნელი თვიურის შემდეგ, სშს-ს ტოვებენ საშვილოსნოში ხუთი დღის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც საკვერცხეების მიერ სავარაუდოდ პირველი კვერცხუჯრედის გამოყოფა (ოვულაცია) მოხდა.

    თუ სშს-ს მოთავსება არ მოხერხდა დაუყოვნებლივ, უმჯობესია შუალედში გადაუდებელი კონტრაცეპციული აბის მიღება.

    სშს გადაუდებელი კონტრაცეპციის ყველაზე ეფექტური მეთოდია. იგი ეფექტურია შემთხვევების თითქმის 99%-ში.