ჩემი შვილი მოძალადეა?

ადამიანები ხდებიან მოძალადეები სხვადასხვა მიზეზის გამო. ხშირად მათ სურთ ჰქონდეთ ძალაუფლება სხვებზე ან გრძნობენ საჭიროებას, რომ აკონტროლონ სხვები. რამდენიმე გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ თქვენი შვილი შესაძლოა მონაწილეობდეს ბულინგში გამომდინარეობს იქიდან, თუ:

  • მას აქვთ ზედმეტი ფული ან ტანსაცმელი;
  • საუბრობს ვინმეს დაცინვაზე, ან გაღიზიანებას აღიქვავს ხუმრობად;
  • იცინის ან არ აინტერესებს, როცა სხვა ბავშვები ზიანდებიან;
  • აგრესიული არის სხვების მიმართ, რომლებიც მისი ასაკისაა;
  • განდევნის სხვა ბავშვებს;
  • მეგობრებს ან ოჯახის წევრებს მიმართავს შეურაცხმყოფელი სახელით;
  • აგრესიული არის მშობლების, მასწავლებლების ან სხვა ზრდასრული ადამიანების მიმართ.

რა უნდა გააკეთოთ თუ თქვენი შვილი ძალადობს

  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე. მიიღეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მასწავლებლებისგან და სხვა ხალხისგან აღნიშნულ სიტუაციასთან და თქვენი შვილის ქცევასთან დაკავშირებით;
  • შეინარჩუნეთ სიმტკიცე. შეაჩერეთ ძალადობრივი საქციელი, როცა ეს მოხდება. გააგებინეთ თქვენს შვილს, რომ ძალადობა მიუღებელია. ესაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს ძალადობა;
  • უთხარით რატომ. ისაუბრეთ იმის შესახებ თუ როგორ გავლენას ახდენს ძალადობა და დაშინება სხვებზე და როგორ იგრძნობდა თქვენი შვილი თავს, მასზე რომ მომხდარიყო ეს ძალადობა;
  • მიმართეთ დადებით არაძალადობრივ ხერხებს, რომ ათქმევინოთ მას რას გრძნობს და რას ფიქრობს. ასწავლეთ დადებითი პრობლემის მოგვარების უნარ-ჩვევების გამოყენება;
  • ესაუბრეთ საკუთარ შვილს. ჰკითხეთ როგორ გრძნობს თავს და რამე ხომ არ აწუხებს.

!რჩევები მშობლებს:

  • მიმართეთ არაძალადობრივ ფორმებს. დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ იგი ერგება მის ქცევასა და ასაკს. მაგალითად, მიანიჭეთ მას პრივილეგია ტელევიზორზე ან მობილურ ტელეფონზე;
  • შეიმუშავეთ გასაგები და საფუძვლიანი წესები. თუ წესს დაარღვევს, უთხარით მას რაც ჩაიდინა და როგორ უნდა მოახდინოს მასზე რეაგირება მომავალში;
  • გასწიეთ დახმარება. ითანამშრომლეთ სკოლასთან, მრჩევლებთან და სხვა ოჯახის წევრებთან, რათა ხელი შეუწყოთ ქცევის ცვლილებას დადებითისკენ;
  • უნდა იცოდეთ რას უყურებს ტელევიზორში და რას აკეთებს ინტერნეტში. მედიაში ბევრი ძალადობაა ნაჩვენები. გამოარჩიეთ დადებითი შემთხვევები მედიაში და ისაუბრეთ გმირებზე;
  • იფიქრეთ საკუთარ საქციელზე. გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ძლიერი ცოცხალი მაგალითი თქვენი შვილის ცხოვრებაში. გამოიყენეთ ჯანსაღი ურთიერთობები ოჯახში და საზოგადოებაში.