ერთადერთი 100%-იანი საშუალება ინფექციებისგან თავის ასარიდებლად სრული თავშეკავებაა (აბსტინენცია) – არანაირი სქესობრივი კონტაქტი, არც ვაგინალური, ორალური ან ანალური და არც პეტინგი (სასქესო ორგანოების მხოლოდ შეხება);
სგგი-სგან თავის დაცვის ერთადერთი საიმედო გზა უსაფრთხო სექსია;
მოზარდებს, რომელთაც ერთზე მეტი სქესობრივი პარტნიორი ჰყავთ, უფრო მაღალი აქვთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით (ქლამიდიოზი, გონორეა, ვენერული კოჟრები, B ჰეპატიტი, აივი) დასნებოვნების ალბათობა;
- ისარგებლეთ კონდომით (პრეზერვატივით);
- თავი აარიდეთ შემთხვევით სქესობრივ კავშირს;
- გამოიყენეთ მხოლოდ ახალი კონდომი ყოველი სქესობრივი კავშირის დროს;
- ენდეთ მხოლოდ ისეთ პრეზერვატივებს, რომელთაც ხარისხის ნიშანი აქვთ;
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან, მათ შორის – შიდსისა და ჰეპატიტისგან, ჩასახვის საწინააღმდეგო თანამედროვე საშუალებებს შორის მხოლოდ პრეზერვატივი იცავს;სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან, მათ შორის – შიდსისა და ჰეპატიტისგან, ჩასახვის საწინააღმდეგო თანამედროვე საშუალებებს შორის მხოლოდ პრეზერვატივი იცავს;
ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღება ადამიანს წინდაუხედავს ხდის და ხელს უწყობს სგგი-ს გავრცელებას;
დაუცველი, შემთხვევითი სქესობრივი კავშირის შემდეგ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმ-სპეციალისტს;
სგგი-ზე გამოკვლევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ყველა ინფექცია, ვინაიდან ისინი უმეტესად კომპლექსური სახით გვხვდება;სგგი-ზე გამოკვლევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ყველა ინფექცია, ვინაიდან ისინი უმეტესად კომპლექსური სახით გვხვდება;
სგგი-ს არსებობის შემთხვევაში ორივე სქესობრივმა პარტნიორმა უნდა იმკურნალოს, სხვაგვარად თერაპიას შედეგი არ ექნება;
- დაუშვებელია ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების შეცვლა;
ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას და ნურც ნაცნობ-მეგობრების რჩევით მიიღებთ მედიკამენტებს;ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას და ნურც ნაცნობ-მეგობრების რჩევით მიიღებთ მედიკამენტებს;
მიზანშეწონილია პერიოდული გამოკვლევა სგგი-ზე, მათ შორის –აივ/შიდსზე, ასეთი გამოკვლევების ჩატარება აუცილებელია ქორწინებისა და დაგეგმილი ორსულობის წინ, დაუცველი, შემთხვევითი სქესობრივი კავშირის შემდეგ!
14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვან პაციენტს რომელიც სამედიცინო მომსახურების გამწევის შეხედულებით სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას უფლება აქვს ანონიმურად მიმართოს მომსახურების გამწევს (საქართველოს კანონი “პაციენტთა უფლებების შესახებ” თავი VIII – არასრულწლოვანის უფლებები)